ღარიბაშვილის 22 მილიონიანი საქმე - სად ეძებენ ფულს?

01.11.25 21:24
ღარიბაშვილის 22 მილიონიანი საქმე - სად ეძებენ ფულს?

რომელ ბიზნესში ეძებენ ირაკლი ღარიბაშვილის ინტერესებს? - "შაბათის ეთერმა" აღმოაჩინა საეჭვო დეტალები საქმეში, რომელიც ბოლო რამდენიმე დღეა მთავარ პოლიტიკურ თემად იქცა.

ექს-პრემიერის ადვოკატების მტკიცებით, გადამდგარი ჩინიოვნიკის მილიონერად ქცევის წყარო ირაკლი ღარიბაშვილის მამის, ტარიელ ღარიბაშვილის სახელზე გაფორმებული ღვინის მარანიაა.

  • საქართველოს პროკურატურის ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ ღარიბაშივილის სახლიდან ჩხრეკის დროს 6 მილიონ 500 ათასი დოლარი ამოიღეს, ედავებიან მამისგან საჩუქრად გასაღებულ  830 000 ლარს, ედავებიან დაუსაბუთებელი შემოსავლებით ნაყიდ 463 630 ლარიან ორ ავტომობილს. ედავებიან 210 ათას ლარად ნაყიდ ბიზნესის წილს, ედავებიან სამი მილიონ 670 ათას ლარსაც, რომელიც ამ ბიზნესში ჩადო. საქართველოს პროკურატურის ვერსიით, ირალი ღარიბაშვილმა უკანონო შემოსავლის სახით,  ჯამში 22 325 172 ლარი მიიღო.
  • ადვოკატები ამბობენ, რომ არალეგალური შემოსავალი მხოლოდ და მხოლოდ მამის სახელზე გაფორმებულ ღვინის ბიზნესს უკავშირდება და ღარიბაშვილს სხვა თანხა - არც მოუპარავს და არც ქრთამი აუღია.

ქარხანაში, რომელიც ექსპრემიერის ადვოკატების მტკიცებით,22 მილიონის შემოსავალს იძლევა, ყველაფერი დაკეტილია. კომპანიის ბრუნვები საგადასახადო სამსახურში წარდგენილია, თუმცა საჯარო არ არის. ეს კი მაშინ ხდება, როდესაც საწარმო მეოთხე კაატეგორიას განეკუთვნება და  წლიური ბრუნვა მილიონს არ აღემატება.

  • ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერობიდან პირველად 2015 წლის 23 დეკემბერს გადადგა. ადვოკატები ირწმუნებიან, რომ გადამდგარი მთავრობის მეთაური ღვინის ინდუსტრიაში შევიდა და მილიონების შეგროვებაც ამის შემდეგ დაიწყო. სამეწარმეო რეესტრში არ იძებნება არცერთი ჩანაწერი, რომელიც დაადასტურებს, რომ ღარიბაშვილის მამა, ან მისი ოჯახის რომელიმე წევრი 2023 წლამდე ასეთ ბიზნესს ფლობდა.
  • ტარიელ ღარიბაშვილის სახელზე კომპანია 2023 წლის 7 თებერვალს გამოჩნდა. იგივეს ამტკიცებს საქართველოს პროკურორატურაც. ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ ღარიბაშვილი აქტიურად ახორციელებდა სხვადასხვა ტიპის ბიზნესსაქმიანობას და იღებდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავალს. ადვოკატების ვერსიისგან განსხვავებით, აქ ხაზგასმულია, რომ პრემიერად მუშაობის დროს "ოცნების" ლიდერს წილი სხვადახვა ბიზნესიდან მისდიოდა. ჩნდება კითხვა, ხომ არ ეძებენ ღარიბაშვილის დამალულ ბიზნეს წილებს მისი გარემოცვის კომპანიებშიც?! 

ეს ყველაფერი არ არის, "შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებული კონტრაქტის თანახმად, 2024 წლის 28 მარტს, ტარიელ ღარიბაშვილმა მისი ღვინის ქარხანა,  საფრანგეთის მოქალაქე, ფრედერიკ კლოდ ორმიერს, წელიწადში 720 ათას ევროდ ანუ 2 მილიონ 200 ათას ლარად მიაქირავა. კონტრაქტის მიხედვით, თუ დამქირავებელი ქირავნობას გადაიფიქრებს, მან მთელი 10 წლის იჯარის თანხა ღარიბაშვილს მაინც უნდა გადაუხადოს.

დედოფლისწყაროში ფრანგი მეღვინე ფრედერიკ კლოდ ორმიერი არავის და არასდროს უნახავს. 

სად ეძებენ ღარიბშვილის ქონებას - მაკა ჩიხლაძის ჟურნალისტური გამოძიება

მსგავსი სიახლეები