მისი გადაყვანა ციხის საავადმყოფოში, მკვლელობაა - სააკაშვილის პირადი ექიმი

24.10.21 11:23
მისი გადაყვანა ციხის საავადმყოფოში, მკვლელობაა - სააკაშვილის პირადი ექიმი

მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე მესამე პრეზიდენტის ციხის კლინიკაში გადაყვანის კატეგორიული წინააღმდეგია. ყიფშიძის შეფასებით, ასეთი გადაწყვეტილება მკვლელობის ტოლფასია.

პრობლემები  არ გვაქვს ჯერ, მაგრამ შეიძლება დამძიმდეს ყოველ წუთს. კომისიამ ერთხმად გადაწყვიტა, რომ საჭიროების შემთხვევაში, აუცილებლად გადასაყვანია მაღალპროფილურ საავადმყოფოში. მე პირადად მაქვს პოზიცია, რომ მისი გადაყვანა ციხის საავადმყოფოში მკვლელობაა. კონსილიუმის ყველა წევრი თანახმაა, რომ საჭიროების შემთხვევაში სააკაშვილი გადაყვანილი იქნას მრავალპროფილურ მაღალი კლასის საავადმყოფოში. გლდანის ჰოსპიტალში გადასვლა იქნება მკვლელობის ტოლფასი", – თქვა ყიფშიძემ.