სააკაშვილი არ უნდა იყოს პატიმრობაში, ეს შეცდომაა - გზავნილები შეერთებული შტატებიდან
"მიხეილ სააკაშვილი არ უნდა იყოს პატიმრობაში, ეს შეცდომაა!" - შეერთებული შტატებიდან საქართველოს მთავრობამ ახალი გზავნილი მიიღო. ამერიკელი დიპლომატები და პოლიტიკის მკვლევარები "ქართულ ოცნებას" მთავარი პოლიტიკური ოპონენტის გათავისუფლებას ურჩევენ.
ვფიქრობ, ქართველმა ხალხმა იცის, რომ როცა მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტი იყო, მან პირველ რიგში ძალიან კარგი რეფორმები გაატარა ქვეყნისთვის, იქნებოდა ეს კორუფციასთან ბრძოლა, რუსეტისგან დამოუკიდებლად ყოფნა თუ სხვა.
ვფიქრობ, "ქართულ ოცნებაში" კეთილგონიერი ხალხი ხვდება, რომ სააკაშვილის ციხეში ყოლა შეცდომაა და ეს საქართველოს განვითარებას ხელს არ უწყობს. პოლიტიკურ პარტიებს შორის შეჯიბრი სასამართლოში არ უნდა ხდებოდეს და პოლიტიკური ოპონენტებისტვის ბრალის წაყენებას არ უნდა მოიცავდეს", - ამბობს "ამერიკის ხმასთან" ყოფილი ევროპარლამენტარი რებეკა ჰარმსი
კურტ ვოლკერის თქმით, აუცილებელია, სასამართლოს მიერ სააკაშვილის მიმართ გამოტანილი განაჩენი შსს-ს და ევროკავშირის მიერ გადაიხედოს.
კრიზისი წლებია გრძელდება, განსაკუთრებით ამ ბოლო წელში გამძაფრდა. საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტები მწყობრში უნდა მოვიდეს. ეს რთულია, რადგან ვითარება პოლარიზებულია და საქმე გვაქვს ლეგალურ საკითხებთან. სააკაშვილი დაუსწრებლად გაასამართლეს, კანონიერად ამის შეცვლა რთულია. ჩემი რეკომენდაციია, რომ ევროკავშირმა და აშშ-მ ერთად უნდა იმუშაონ, რათა გადაიხედოს სასამართლოს საქმე, არგუმენტები, სამხილები და ა.შ. მათ უნდა განსაზღვრონ, რამდენად შესაბამისია განაჩენი", - ამბობს ამერიკის ყოფილი ელჩი ნატოში, კურტ ვოლკერი