ივანიშვილი მედიის თავისუფლების მტაცებელთა სიაში - მედიაექსპერტები ავტოკრატიულ ტენდენციებზე საუბრობენ
RFS-ის მიერ პრესის თავისუფლების მტაცებელთა 2025 წლის სიაში ბიძინა ივანიშვილის შეყვანას მედიაექსპერტები ეხმიანებიან. მათი თქმით, ფაქტი ცხადყოფს, რომ ავტოკრატიული ტენდენციები, რომელიც ბოლო წლებში საქართველოში აღინიშნება მედიის მიმართულებით, აღიარებულია სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ.
2 ნოემბერი არის ჟურნალისტთა მიმართ ჩადენილი დანაშაულის დაუსჯელობის დღე და ამ დღესთან დაკავშირებით რეპორტორების საზღვრებს გარეშემ, რომელიც არის ერთ-ერი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია, გამოსცა მედიის თავისუფლების მტაცებელთა სია, სადაც პირველად მოხვდა ივანიშვილი, რომელიც მოხსენიებულია ოლიგარქად ამ ორგანიზაციის მიერ. ეს ნიშნავს, რომ ის ავტოკრატიული ტენდენციები, რომელიც ბოლო წლებში საქართველოში აღინიშნება მედიის მიმართულებით, აღიარებულია სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ. ეს ნიშნავს იმას, რომ საერთაშორისო ორგანიზაცია იზიარებს იმ პრობლემას, რომელსაც ჟურნალისტები განიცდიან. პირველ რიგში, ეს არის დაუსჯელობა ძალადობის, მათ შორის თქვენი არხის ჟურნალისტების მიმართ, რეპრესიული კანონმდებლობა, მტრული გარემოს შექმნა ჟურნალისტების მიმართ, - ამბობს მედიის განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი თამარ კინწურაშვილი.
"მედიის ადვოატირების კოალიციის" თავმჯდომარის, მამუკა ანდღულაძისთქმით, საქართველოში მედიის მიმართ არსებული პრობლემები წლებია გრძელდება და ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გამწვავდა. მისივე თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან ივანიშვილის შეტანა ამ სიაში ადასტურებს, რომ რეპრესიული კანონმდებლობა, ჟურნალისტებზე ძალადობა და დაუსჯელობის პრაქტიკა უკვე გახდა საერთაშორისო აღიარების საგანი.
დამოუკიდებელი მედია, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები წლების განმავლობაში ვამბობდით, რომ პრობლემაა, პრობლემაა და პლიუს, დინამიკა რომ უარესდება. ეს, რა თქმა უნდა, საერთაშორისო ორგანიზაციების ყურადღების ქვეშაც მოექცა და განსაკუთრებით ბოლო ორი წლის განმავლობაში ამ რეპრესიული კანონმდებლობით ჯერ არნახული ძალადობით მედიის წინააღმდეგ და არცერთი პირი პასუხისგებაში არ არის მიცემულის. და ეს არის პირველი შემთხვევა, რომ დე ფაქტო თუ დე იურო ხელისუფლების წარმომადგენელი მოხვდა ამ სიაში. ამ სიაშია წლების განმავლობაში პუტინი, ლუკაშენკო და ა.შ., - ამბობს "მედიის ადვოატირების კოალიციის" თავმჯდომარე მამუკა ანდღულაძე.
RFS-მა (“რეპორტიორები საზღვრების გარეშე”) პრესის თავისუფლების მტაცებელთა 2025 წლის სიაში ბიძინა ივანიშვილი შეიყვანა. "ქართული ოცნების" დამფუძნებელი ამ სიაში ვლადიმერ პუტინის, ალექსანდრ ლუკაშენკოს, სი ძინპინისა და სხვების გევრდით მოხდა.