ხვალ ევროკავშირის გაფართოების ანგარიში გამოქვეყნდება - რა მოლოდინი აქვს ოპოზიციას
ევროკავშირის გაფართოების ანგარიში - ხვალ, 4 ნოემბერს, ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, მარტა კოსი საგარეო საქმეთა კომიტეტებზე ერთი წლის განმავლობაში “ქართული ოცნების“ ქმედებებთან დაკავშირებით ისაუბრებს და ანგარიშს წარადგენს.
ამის შემდეგ კი, მომხსენებლები, საგარეო საქმეთა კომიტეტზე შეიმუშავებენ რეზოლუციას, როემლშიც ის ძირითადი რეკომენდაციები იქნება გაწერილი, რაც “ოცნებამ“ უდნა შეასრულოს მძიმე შედეგების თავის ასარიდებლად.
ანგარიში, რომელსაც ხვალ ევროკომისია წარმოადგენს, წინაპირობა იქნება, იმ გადაწყვეტილების, რომელსაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები მიიღებენ, საქართველოსთან დაკავშირებით.
ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ხვალინდელი ანგარიში იქნება ძალიან მძიმე და “ოცნება“ უნდა დაელოდოს ევროკომისიის მხრიდან კონკრეტულ ნაბიჯებს.
ეს ანგარიში ევროპარლამენტის მხრიდან უნდა გახდეს შემდგომი საფუძველი ევროკავშირის გადაწყვეტილების, უვიზო მიმოსვლის შეზღუდვასთან დაკავშირებით. ძალიან ბევრს ვმუშაობთ, რომ საქართველოს მოქალაქეებს არ შეეზღუდოთ ეს უფლება და შეზღყდვა შეეხოს მხოლოდ ივანიშვილს, მის გარემოცვას, რეჟიმის წევრებს, პროპაგანდისტებს. ანფარიში იქნება ძალიან მკაცრი, რადგან ყოველდღე ვხედავთ ავტოკრატიის იმგვარ რეპრესიულ ნაბიჯებს, რომლებიც სრულიად შეუსაბამოა ევროკავშირის ღირებულებებთან , - ამბობს თინა ბოკუჩავა.
კრიტიკულ დასკვნას ელოდება „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერ ლიდერი, გიორგი ბუტიკაშვილი. მისი თქმით, “ქართულმა ოცნებამ“ ყველანაირი ზღვარი გადალახა, რაც კი შეეძლოთ, გაეკეთებინათ დასავლური კურსის საბოტაჟისთვის, ესეც ცხადია, ამ ანგარიშში იქნება ასახული.
“ქართულმა ოცნებამ“ ყველანაირი ზღვარი გადალახა, რაც კი შეეძლოთ, გაეკეთებინათ დასავლური კურსის საბოტაჟისთვის, ესეც ცხადია, ამ ანგარიშში იქნება ასახული. ის რაც პუტინმა 12 წელში გააკეთა, “ქართულმა ოცნებამ“ 12 თვეში გააკეთა, რაც ცხადია, პირდაპირ წინააღმდეგობაშია ევროპულ ღირებულებებთან და დემოკრატიასთან. 4 ნოემბრის ანგარიში იქნება ძალიან მკაცრი, ამ ანგარიშზე დაშენდება გადაწყვეტილება ევროკომისიის უვიზო მიმოსვლის შეჩერების, ოღონდ, ახალი რეგულაციიდან გამომდინარე, მხოლოდ მათთვის, ვინც დემოკრატიას უთხრის ძირს და ეს სია, რომელსაც EU დაამტკიცებს წლის ბოლოს, არ იქნება ცოტა ადამიანებისგან შემდგარი. მოიცავს ყველა შრეს, ვინც პირდაპირ ჩართულია ადამიანის უფლებების ხელყოფაში, - განაცხადა ბუტიკაშვილმა.
არ ყოფილა შემთხვევა, რომ ერთი წლის განმავლობაში, ასეთი მკვეთრი ვარდნა უფსკრულში განეცადა რომელიმე სახელმწიფოს, - ამბობს არმაზ ახვლედიანი.
მისი თქმით, “ეს დასკვნა იქნება ევროკომისიის მხრიდან განაჩენი ივანიშვილ-კობახიძის რეჟიმისთვის.“
ევროკომისიის არსებობსი ისტორიაში, არ ყოფილა შემთხვევა, რომ ერთი წლის განმავლობაში, ასეთი მკვეთრი ვარდნა უფსკრულში განეცადა რომელიმე სახელმწიფოს, რომელიც, თითქოს, მიდის ევროკავშირისკენ და სეთი უკუსვლა და საწინააღმდეგო მიმართულებით ვარდნა ყოფილიყოს. შესაბამისად, რა იქნება ამ დასკვნაში, ჩვენ შეგვიძლია, მხოლოდ წარმოვიდგინოთ, ეს დასკვნა იქნება ევროკომისიის მხრიდან განაჩენი ივანიშვილ-კობახიძის რეჟიმისთვის, - განაცხადა ახვლედიანმა.
ცნობისთვის, 4 ნოემბერს ევროკომისია გამოაქვეყნებს ევროკავშირის გაფართოების წლიურ ანგარიშს, რომელიც შეაფასებს კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი ქვეყნების პროგრესს. დიპლომატების ინფორმაციით, დოკუმენტის ყველაზე კრიტიკული ნაწილი საქართველოს შეეხება, სადაც პოზიტიური შეფასებების მოლოდინი არ არსებობს.