პარტიების გაერთიანების გეგმა - რას ამბობენ ოპოზიციაში

03.11.25 12:32
პარტიების გაერთიანების გეგმა - რას ამბობენ ოპოზიციაში

მოახერხებს თუ არა ოპოზიცია "ოცნების" წინააღმდეგ გაერთიანებას და რას ამბობენ პარტიებში - "ლელო - ძლიერი საქართველოს" წევრი გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ ვიდრე რაიმე ტიპის თანამშრომლობაზე იქნება საუბარი, პირველ რიგში, რიგ კითხვებზე პასუხების მოსმენა იქნება საჭირო. 

მივიჩნევ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ყველა იმ კითხვაზე მკაფიო პასუხების მოსმენა, მათ შორის, ხაზი მინდა გავუსვა, ამ ბოლო სამი თვის განმავლობაში. ჩემთვის პირადად ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ მკაფიო პასუხები მთელ რიგ კითხვებზე, ვიდრე შემეძლება რაიმე ტიპის თანამშრომლობაზე და საუბარზე ფიქრი. პოლიტიკოსები უნდა ჩამოყალიბდნენ საერთოდ რა სურთ, უნდა ჩამოყალიბდნენ, ვისზე რა შეხედლების არიან და როგორ წარმოუდგენიათ საერთო პოლიტიკური ბრძოლა. ერთ დღეს გქონდეს ერთი პოლიტიკური პოზიცია და მეორე დღეს მეორე, ეს არის ჩემთვის მიუღებელი. მე ვფიქრობ, რომ 4 ოქტომბერს ოპოზიციის ერთად არგასვლა არჩევნებზე, მინიმუმ თბილისში, იყო კატასტროფული შეცდომა, რომელზეც მეტყველებს ციფრებიც, მათემატიკაც, - ამბობს გეგელია. 

კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი თენგიზ თევზაძე კი ამბობს, რომ ერთიანობა მხოლოდ სიმბოლური არ უნდა იყოს და მნიშვნელოვანია ოპოზიციურ ძალებში ამის რესურსი გამოიძებნოს. 

ოპოზიციის გაერთიანება, პროდასავლური ძალების, პირველ რიგში აუცილებელია, თუ ეს გაერთიანება მოხდება, იმ ნაწილში, რომ ჩვენ მივაღწიოთ მოთხოვნების შესრულებას. მე არ ვფიქრობ და არ მგონია, რომ ერთიანობა უნდა შედგეს სიმბოლური ერთობისთვის. მნიშვნელოვანია, ერთობა იყოს ისეთი, რომელიც გამოასხივებს ძალას. მე არ ვიცი როგორი კონფიგურაციით, მაგრამ ის, რომ რესურსი უნდა გამოიძებნოს პროდასავლურ, დემოკრატიულ ძალებში, ამის აუცილებლობას ვხედავ. არის თუ არა ეს რესურსი? რა თქმა უნდა, ეს რესურსი იქნება მას შემდეგ, რაც ნება გაჩნდება, - ამბობს თენგო თევზაძე.

ენმ-ს წევრი ირაკლი ფავლენიშვილი კი ფიქრობს, რომ ერთიანი წინააღმდეგობაში უნდა იყოს. 

როცა ვსაუბროთ ერთიანობაზე, იგულისხმება ის, რომ წინააღმდეგობაში უნდა ვიყოთ ერთიანები არა მხოლოდ პარტიები, არამედ ყველა ის ადამიანი, ვინც ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაშია ჩართული, იმიტომ, რომ არ არსებობს ოპოზიციური პარტიული სტრუქტუები კლასიკური გაგებით, არ არსებობს პარტიული პოცესი, საარჩევნო პროცესი. იმისთვის უნნდა ვიბრძოლოთ ყველამ ერთად, რომ ეს პროცესი დაბრუნდეს, არჩევნებიც დაბრუნდეს, თორემ რაც არ არსებობს, იმისთვის ვერ მოემზადები, არჩევნეი ფიზიკურად არ არსებობს ამ ქვეყანაში, ამიტომაც ერთიანობით უნდა მივაღწიოთ იმას, რომ პარტიული პოლიტიკური პროცესი დავაბრუნოთ, - ამბობს ფავლენიშვილი.  

ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ოპოზიციას სთავაზობს დაუყოვნებლივ დაიწყოს მზადება საპარლამენტო არჩევნებისთვის, რომელზეც გადაწყდება ქვეყნის მომავალი. ლომჯარიას თქმით, მნიშვნელოვან საკითხებს შორის პირველ ადგილზეა ერთიანი საარჩევნო სიის შექმნა და საერთო ხედვების ფორმირება, რომლებიც შეკრების ცენტრად და მდგრადი პლატფორმის საყრდენად მოემსახურება.

მსგავსი სიახლეები