მსახიობი: "თუ რაიმე ღირსება აქვს საზოგადოებას, უნდა გააკეთოს ყველაფერი, რომ აზა ბებოს სახლში დაბრუნების საშუალება მისცეს! სახლში, რომელიც მას არ ეკუთვნის!"

03.11.25 13:11
მსახიობი: "თუ რაიმე ღირსება აქვს საზოგადოებას, უნდა  გააკეთოს ყველაფერი, რომ  აზა ბებოს სახლში დაბრუნების საშუალება მისცეს!  სახლში, რომელიც მას არ ეკუთვნის!"

"თუ რაიმე ღირსება აქვს ამ ქალაქს და საზოგადოებას, დღეს აზა ბებოს სასამართლოზე უნდა იდგეს და გააკეთოს ყველაფერი, რომ ამდენ წვალება გამოვლილ ადამიანს სახლში დაბრუნების საშუალება მისცეს! სახლში, რომელიც მას არ ეკუთვნის!", - ამის შესახებ მსახიობი კახა კინწურაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"დღეს აზა ბებოს სასამართლო იქნება საქალაქო სასამართლოში! გაგრიდან დევნილი ქალის, რომოლმაც მისი ხელით მიაბარა მიწას დაღუპული ჯარისკაცი და საკუთარი სიცოცხლე გარისკა!

ომგამოვლილი, უსახლკაროდ დარჩენილი ქალი იზოლატორში ყავთ გამომწყვდეული! ქალი, რომელიც ითხოვს ღირსეულ საცხოვრებელს დევნილებისთვის!"- აღნიშნავს კინწურაშვილი. 

რუსთაველის გამზირზე დაკავებულმა 71 წლის აზა ჩილაჩავამ მშრალი შიმშილობა დაიწყო. 

აზა ჩილაჩავა 2 ნოემბერს ღამით გზის გადაკეტვის მიზეზით დააკავეს. ის დროებითი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.

 

მსგავსი სიახლეები