როგორ მოიპარეს ჩინოვნიკებმა ხალხის 5 მლრდ ლარი? - TI-ის კვლევა
როგორ მოიპარეს ჩინოვნიკებმა ხალხის 5 მლრდ ლარი? - კვლევას "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" ავრცელებს.
TI-ის თანახმად, “ქართული ოცნების” კორუფციული ერთ-ერთი სქემა ასეთია: საბიუჯეტო სახსრების მითვისება სახელმწიფო შესყიდვების მეშვეობით.
5 მილიარდი ლარი, არის ის თანხა, რაც მხოლოდ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ გამოძიებებით, კორუფციული ტენდერებით მიიღეს ბოლო 10 წლის განმავლობაში.
აქედან 3.3 მილიარდი ლარი რეგიონებზე მოდის, ამ თანხის მესამედი – 1 მილიარდ 130 მილიონ ლარზე მეტი 2024 წელს გაიცა, როცა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გახდა"- წერს ორგანიზაცია.
TI-ის კვლევა ვრცლად ნახეთ https://shorturl.at/e9PxC