ივანიშვილის ნაბახუსევი, მედვედევის გაფუჭებული ვერსია - დათუნაშვილი პაპუაშვილზე

03.11.25 13:34
ივანიშვილის ნაბახუსევი, მედვედევის გაფუჭებული ვერსია - დათუნაშვილი პაპუაშვილზე

"ოცნების" ოპონენტები შალვა პაპუაშვილს პროპაგანდაში ადანაშაულებენ და მოუწოდებენ, გასაჯაროვდეს არაბულ საინვესტიციო ჯგუფთან გაფორმებული ხელშეკრულება. "ლელოს" წევრის, თამაზ დათუნაშვილის თქმით, მხოლოდ დოკუმენტის გამჟღავნება გამოასწორებს საზოგადოებრივ უნდობლობას და ცხადყოფს, ემსახურება თუ არა ივანიშვილის ხელისუფლების გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეთა ინტერესებს. 

რაღაც ბიძინა ივანიშვილის ნაბახუსევს დიმიტრი მედვედევის ცუდ და გაფუჭებულ ვერსიას ეს როლი აქვს კონკრეტული, რომ ყოველ დილით შალვა უნდა გამოვიდეს და მედვედევის ჟანრში სისულელეები იტლიკინოს მთელი საქართველოს მასშტაბით. ერთ ყურში უნდა შევუშვათ, მეორედან უნდა გამოვუშვათ. შალვა პაპუაშვილის ამდენ ლაპარაკს, ამდენ ბოდვას, თვითონაც მიმართოს ეკონომიკის სამინისტროს და გამოითხოვოს ხელშეკრულება, რომელიც დაადასტურებს იმის საპირისპიროს, რასაც მე ვამბობ. თუ არ დაადასტურებს ამის საპირისპიროს, მაშინ კეთილი ინებონ, და საქართველოს მოქალაქეების საუკეთესო ინტერესებიდან გამოვიდნენ და ისე იმოქმედონ ამ ინვესტიციასთან დაკავშირებით. დამშვიდდით, დაწყნარდით, ნერვებს არ აყვეთ, გამოაქვეყნეთ ხელშეკრულება და საგნობრივად, პუნქტობრივად დავიწყოთ ამ ხელშეკრულების განხილვა და ჩვენება ქართული საზოგადოებისთვის, ის სად არის პრობლემა და სად არ არის პრობლემა, - ამბობს დათუნაშვილი. 

ცნობისთვის, არაბულ საინვესტიციო ჯგუფს თბილისში 590 ჰექტარი და ბათუმში 260 ჰექტარი მიწა გადაეცა. EMAAR ჯგუფი 6.6 მილიარდი დოლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელებას აპირებს. ინვესტიციის ერთი ნაწილი კრწანისის ტყე-პარკში საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობაში ჩაიდება. 

აღსანიშნავია, რომ კანონმდებლობით, ნებისმიერი უცხოელი, რომელიც საქართველოში იყიდის ბინას, მას ბინადრობის უფლებაც მიეცემა.  

მსგავსი სიახლეები