სააკაშვილის მოსანახულებლად ციხეში დავით ბაქრაძე მივიდა

24.10.21 13:55
სააკაშვილის მოსანახულებლად ციხეში დავით ბაქრაძე მივიდა

მიხეილ სააკაშვილს დავით ბაქრაძე მოინახულებს. ბაქრაძე რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან რამდენიმე წუთის წინ მივიდა.

ბაქრაძემ ციხეში შესვლამდე ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ სააკაშვილთან  პარტიული საკითხების განსახილველად არ მისულა.

მე აქ არ ვარ პარტიული საკითხების ან დღის წესრიგის განსახილველად, აქ ვარ რადგან, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს არ შეიძლება არ მაწუხებდეს, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი ციხეში შიმშილობს, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, არ შეიძლება პასუხისმგებლობას არ ვგრძნობდე, რომ პროცესები არ განვითარდეს 90 წლების მიმართულებით, როდესაც პრეზიდენტ გამსახურდიას ტრაგედიამ და საზოგადოების გახლეჩვამ ისეთ უფსკრულში შეიყვანა ქვეყანა, რომ დღემდე ვერ გამოვედით იქიდან. მე აქ ვარ ჩემი ადამიანური თანაგრძნობის დასაფიქსირებლადაც, ასევე, რაც უფრო მნიშვნელოვანია, აქ ვარ, როგორც პოლიტიკური პასუხისმგებლობის მქონე ადამიანი, რომ ამ ქვეყანამ აღარ გაიაროს ის უბედურება რომელიც 90-იანებში გავიარეთ პრეზიდენტის ტრაგედიის და საზოგადოების გახლეჩის შედეგად”, - განაცხადა ბაქრაძემ.