დაპირისპირება მარჯანიშვილის მოედანზე - რა მოხდა თბილისის ცენტრში?
დაპირისპირება თბილისში, მარჯანიშვილის მოედანზე. ვიდეო-მასალაში, რომელსაც facebook გვერდი "ჩემი ქალაქი მკლავს" ავრცელებს ჩანს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე ჯერ თავს ესხმის ახალგაზრდა კაცს, შემდეგ კი აგრესიული შეძახილებით მარჯანიშვილზე დარბის.
ბოლოს ის ტაქსის ტრაფარეტს გლეჯს და ამტვრევს. ადგილზე ჩანს პოლიცია, თუმცა უცნობია, დააკავეს თუ არა სამართალდამცევლებმა მამაკაცი, რომელიც გამვლელებს უცხო ენაზე შეურაცხყოფაა.