ივანიშვილის მთავრობამ კიდევ 200 მილიონი ევრო ისესხა აზიის ბანკიდან
ქართული ოცნების ფინანსთა მინისტრმა ხელი მოაწერა აზიის განვითარების ბანკიდან, 200 მილიონი ევროს სესხის აღებას - ამის შესახებ ფინანსთა სამინისტრო იუწყება. ეს ფული საქართველო სოფლებში წყლის სისტემების რეაბილიტაცია მშენებლობისთვის უნდა დაიხარჯოს.
პროგრამის აღმასრულებელი უწყება ინფრასტრუქტურის სამინისტროა, ხოლო თავად ფულს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" დახარჯავს.