თუ დროზე არ გავაჩერეთ “ოცნება“, დღის წესრიგში დადგება კანდიდატის სტატუსის უკან წაღების საკითხიც - თინა ხიდაშელი

03.11.25 16:06
თუ დროზე არ გავაჩერეთ “ოცნება“, დღის წესრიგში დადგება კანდიდატის სტატუსის უკან წაღების საკითხიც - თინა ხიდაშელი

ევროკავშირის გაფართოების ანგარიში - ანალიტიკოსები ვარაუდოებნ, რომ დოკუმენტი იქნება მძიმე, თუმცა აქ არის კდიევ ერთი მძიმე რეალობა, საქართველოს ევროკავშირის დღის წესრიგში აღარ არის და ეს დასკვნაც სწორედ ამაზე მეტყველებს.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებით, “ქართული ოცნების“ მმართველობა თუ არ შეიცვლება 2028 წლამდე, პრაქტიკულად საქართველო დაკარგავს შანსს გაფართოების ნაწილი იყოს და ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება და შესაძლოა, არა მხოლოდ ევროინტეგრაციის გზა გადაგვეკეტოს, არამედ ჩამოგვერთვას ის კანდიდატის სტატუსი, რომელიც ქართველმა ხალხმა, 2 წლის წინ, ევროკომისიისგან მიიღო.

საქართველოზე ცუდი ანგარიში კი არ იქნება, საერთოდ არ ლაპარაკობენ საქართველოზე, საერთოდ არ არის დღის წესრიგის თემა, საერთოდ არ არის მსჯელობა იმაზე, განსხვავებით სხვა ქვეყნებისგან, მაგალითად მოლდოვაზე რაც ხდება, ჩრდილო მაკედონიაზე, კოსოვოზეც კი, ბოსნია ჰერცოგოვინაზეც კი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე რიგში უკან მდგომი ქვეყანა იყო, ჩვენტან შედარებით, მიმდინარეობს მსჯელობა იმაზე, ეს პარაგრაფი როგორ დავწეროთ, ეს პრინიცპი როგორ განვმარტოთ, ჩვენთან დაკავშირებით არანაირი მსჯელობა არ მიმდინარეობს, ერთგვარად ეს ფურცელი, ამ დროის მდგომარეობით დახურულია. არავინ ფიქრობს, რომ ამ დოკუმენტში ჩაწეროს, რომ საქართველო ამოვიღოთ ამ სიიდან და არ იყოს გაფართოების ნაწილი. საბედნიეროდ, საქმე აქამდე ჯერ არ არის მისული, ეს არის ზუსტად ის, რაზედაც ჩვენ ვლაპარაკობთ, თუ დროზე არ გავაჩერეთ “ქართული ოცნება“ პროცესი გახდება შეუქცევადი, დღის წესრიგში დადგება კანდიდატის სტატუსის უკან წაღების საკითხიც, ეს იქნება კატასტროფა, ეს იქნება გადაგდება ქვეყნის, 10-20 წლით უკან, - განაცხადა ხიდაშელმა.