დააკავეს პედაგოგი, 65 წლის მანანა ჯავაშვილი - სასამართლოში დაიბარეს მისი ოჯახის წევრებიც
რუსთაველის გამზირზე გზის გადაკეტვის ბრალდებით პედაგოგი, 65 წლის მანანა ჯავაშვილი დააკავეს - ინფორმაცია თავდაპირველად მასწავლებლის დამ, ეკა ჯავაშვილმა გაავრცელა.
როგორც ეკა ჯავაშვილი სოციალურ ქსელში წერს, სასამართლოში დაბარებულია თავადაც.
დაკავებული პედაგოგის ერთ-ერთმა შვილმა კი გაავრცელა ცნობა, რომ გამოკითხვაზე დაიბარეს მისი ორივე ძმა: გიორგი და ლადო წიბახაშვილები.