სარკეში ჩაიხედეთ - ევროკავშირის პასუხი “ქართულ ოცნებას“
კარგი იქნება, თუ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები სარკეში ჩაიხედებიან და თვალს გაუსწორებენ რეალობას, - ასე უპასუხა ევროკომისიის სპიკერმა, ანიტა ჰიპერმა შალვა პაპუაშვილის დღევანდელ განცხადებას, სადაც მან თქვა, რომ “მორალურად და პოლიტიკურად ამ დაკავებებზე პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოში ევროკავშირის ელჩს და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს“.
ჰიპერის თქმით, “ოცნება“ მისდევს რეპრესიული რეჟიმის გზას, რომელიც მშვიდობიანი მოქალაქეების, მედიისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ მოქმედებს.
ის მოუწოდებს ივანიშვილის გუნდს, დაუბრუნდეს საზოგადოებასთან დიალოგს და უზრუნველყოს, რომ ძალადობას დამატებით ესკალაცია არ მოყვება.
კარგი იქნება, თუ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები სარკეში ჩაიხედებიან და თვალს გაუსწორებენ რეალობას, რომ ისინი მისდევენ რეპრესიული რეჟიმის გზას, რომელიც მშვიდობიანი მოქალაქეების, მედიისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ მოქმედებს. კიდევ ერთხელ, თუ უსაფრთხოდ გრძნობ თავს დემოკრატიაში და საკუთარი მოქმედებებით, არ გიწევს ოპონენტების, უდანაშაულო ადამიანების დაკავება. ჩვენ ვგმობთ ყველა ფორმის ძალადობას და მოვუწოდებთ ხელისუფლების წევრებს, დაუბრუნდეს საზოგადოებასთან დიალოგს და უზრუნველყოს, რომ ძალადობას დამატებით ესკალაცია არ მოყვება, - განაცხადა ანიტა ჰიპერი.