გიორგი წიქარიშვილი ციხეშია, ნამდვილი დიპლომატია ერს ემსახურება და არა მათ, ვინც მას აჩუმებს - ზურაბიშვილი

03.11.25 16:52
გიორგი წიქარიშვილი ციხეშია, ნამდვილი დიპლომატია ერს ემსახურება და არა მათ, ვინც მას აჩუმებს - ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი დიპლომატიის დღესთან დაკავშირებით სოციალურ პლატფორმა X - ზე წერს და აღნიშნავს, რომ “ნამდვილი დიპლომატია ერს ემსახურება და არა მათ, ვინც მას აჩუმებს“.

ზურაბიშვილი გიორგი წიქარიშვილის ციხეში ყოფნას უსვამს ხაზს და ამბობს, რომ დიპლომატი სწორედ მომავლის მხარდაჭერისთვის დააპატიმრეს 

დღეს საქართველო დიპლომატის დღეს აღნიშნავს - მათ პატივსაცემად, ვინც ჩვენი დამოუკიდებლობა და ევროპული მომავალი დაიცვა. მიუხედავად ამისა, დიპლომატი გიორგი წიქარიშვილი ციხეშია სწორედ ამ მომავლის მხარდაჭერისთვის. ნამდვილი დიპლომატია ერს ემსახურება და არა მათ, ვინც მას აჩუმებს!,- წერს ზურაბიშვილი.