გზის გადაკეტვის საბაბით, თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ორჯერ დააკავეს

03.11.25 16:52
გზის გადაკეტვის საბაბით, თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ორჯერ დააკავეს

დავით ებრალიძე, რომელიც თავდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტს თინა ხიდაშელის მინისტრობის დროს იკავებდა, სოციალურ ქსელში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოცემულ ორ დადგენილებას აქვეყნებს. 

ირკვევა, რომ ექს მაღალჩინოსანი მოსამართლე ზვიად ცეკვავამ გზის გადაკეტვის გამო 2025 წლის 21 ოქტომბერს, სამართალდამრღვევად ცნო და 6 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა განუსაზღვრა.

როგორც ჩანს, იზოლატორიდან გამოსული ებრალიძე ისევ დააკავეს. 2025 წლის 29 ოქტომბრით დათარიღებულ დადგენილებაში წერია, რომ თინა ხიდაშლის ყოფილ მოადგილეს, ამჯერად 2 დღიანი ადმინსიტრაციული პატიმრობა შეუფარდეს.