ზურაბ მენთეშაშვილს ბრალი სისხლის სამართლის წესით წარედგინა - ითხოვენ პატიმრობას

03.11.25 17:08
ზურაბ მენთეშაშვილს ბრალი სისხლის სამართლის წესით წარედგინა - ითხოვენ პატიმრობას

აქციაზე, 1 ნოემბერს დაკავებულ ზურაბ მენთეშაშვილს, რომელიც გზის ხელმეორედ გადაკეტვის საბაბით დააკავეს, ბრალდება სისხლის სამართლის წესით წარუდგინეს.

პროკურატურაში ამბობენ, რომ ზურაბ მენთეშაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევას გულისხმობს და ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უწყება ზურაბ მენთეშაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 25 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის დადგენილებით, გზის ხელოვნურად გადაკეტვის გამო ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირი, 31 ოქტომბერს, იმყოფებოდა თბილისში, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, რა დროსაც მას სახე ჰქონდა დაფარული და ხელოვნურად კეტავდა საავტომობილო გზას მაშინ, როდესაც ხალხის მცირე რაოდენობის გამო არ არსებობდა აღნიშნულის აუცილებლობა“, – აცხადებს პროკურატურა.

„ქართული ოცნების“ მიერ მიღებული კანონით, შეკრებებისა და მანიფესტაციის შესახებ“ კანონში შეიტანა ცვლილებები, რითაც გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა ან აქციაზე პირბადით ყოფნა პირველ ჯერზე, 15-დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობით ისჯება. განმეორებითობის შემთხვევაში კი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დგება.