ნინო წილოსანი აქციის მონაწილეებს " ფსიქიკურად შეშლილებს" უწოდებს
"ოცნების" დეპუტატი ნინო წილოსანი აქციის მონაწილეებს, "ფსიქიკურად შეშლილებს" უწოდებს. ივანიშვილის გუნდის წევრის მტკიცებით, მომიტინგეების მიერ რამდენიმე წუთითი რუსთაველის გამზირის გადაკეტვა ცხადყოფს, რომ ისინი იმეგაცრუებულები და სასოწარკვეთილები არიან.
აქციის მონაწილეებმა, რამდენიმე ათეულმა ადამიანმა რამდენიმე წუთით გადაკეტა რუსთაველი. უკვე ვხვდებით, რომ ცოტა ფსიქიურ აშლილობასთან გვაქვს საქმე. ანუ რამდენიმე წუთით რუსთაველის გადაკეტვა რომ მათთვის უკვე მიღწევაა და რაღაც გამარჯვებას ამით ზეიმობენ, ერთი მხრივ, სრულიად იმედგაცრუებული და სასოწარკვეთილი დაჯგუფების სახეზე აძლევს მათ და მეორეს მხრივ, ალბათ რაღაც ანგარიში აქვთ ჩასაბარებელი გზის გადაკეტვასთან დაკავშირებით. მათ აქვთ ის შედეგი, რასაც ახლა უყურებთ. საკუთარი ეგოს და იმ დონორების დასაკმაყოფილებლად რამდენიმე წუთიანი რუსთაველის გადაკეტვა უკვე მათთვის ბედნიერების წინაპირობაა, - ამბობს წილოსანი.