ხმაური რუსთავში - კირკიტაძის საარჩევნო შტაბს თავს დაესხნენ

24.10.21 15:00
ხმაური  რუსთავში -  კირკიტაძის საარჩევნო შტაბს თავს დაესხნენ

რუსთავში, შარტავას გამზირზე დავით კირკიტაძის საარჩევნო შტაბთან ცოტა ხნის წინ, დაპირისპირება იყო. "ნაციონალური მოძრაობის"  მხარდამჭერებს "ქართული ოცნების" პარტაქტივი ფიზიკურად გაუსწორდა. დაშავებულია 2 პირი ნაცემი შავლეგო მანდარია და სერგო ხარაული, მათ დაზიანებები თავის არეში აქვთ მიღებული.

დაშავებულები  ამ წუთებში პოლიციის სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფებიან. თავდამსხმელები ერთი კვირის წინ "ცოცხების აქციაში" მონაწილეობდნენ. ერთ-ერთი პირი ვასილ ბალახაძეა.

ადგილზე იმყოფებოდნენ "ქართული ოცნების" მხარდამჭრები, ასევე ააიპებისა და სსიპების თანამშრომლები.