ხოშტარია პროცესს არ ესწრება, შეუთვალა, რომ არ ცნობს სასამართლოს

03.11.25 17:52
ხოშტარია პროცესს არ ესწრება, შეუთვალა, რომ არ ცნობს სასამართლოს

"კოალიცია ცვლილებების" დაკავებული ლიდერი, ელენე ხოშტარია საკუთარ სასამართლო პროცესს არ ესწრება. 

როგორც უფლებადამცველი თეონა ზაქარაშვილი წერს, ხოშტარია არ ცნობს სასამართლოს და არ დაესწრება განხილვას.

იწყება ელენე ხოშტარიას სისხლის სამართლის საქმის განხილვა (წინა სასამართლო სხდომა)
მოსამართლე: ნატო ხუჯაძე
პროკურორი: მარიამ წულაია
საზოგადოებრივი ადვოკატი: ელენე მაღლაკელიძე  
სასამართლომ წაიკითხა ელენე ხოშტარიას განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ არ ცნობს სასამართლოს და არ დაესწრება განხილვას"- დაწერა
 თეონა ზაქარაშვილმა. 

განახლება: პარტია „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია მოსამართლე ნატო ხუჯაძემ პატიმრობაში დატოვა.

ელენე ხოშტარია ითხოვს,  არ დაკითხონ მოწმეები, არ წარადგინონ მტკიცებულებები და არ წარადგინონ რაიმე სახის პოზიციები.

ელენე ხოშტარია კალაძის ბანერზე 14 სექტემბერს გაკეთებული წარწერის გამო 15 სექტემბერს დააკავეს. 16 სექტემბერს მან უარი თქვა დაცვის უფლების გამოყენებაზე და სასამართლოში გამოცხადებაზე. 17 სექტემბერს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მას სახაზინო ადვოკატი დაუნიშნა, რომელთან შეხვედრაზეც ხოშტარიამ უარი თქვა. ამის შემდეგ მოსამართლემ პოლიტიკოსს 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა საპატიმრო უზრუნველყოფით.