დაკავებული პედაგოგის პროცესი დაიწყო: დაკავებულია წიბახაშვილების ოჯახის სამი წევრი

03.11.25 18:02
დაკავებული პედაგოგის პროცესი დაიწყო: დაკავებულია წიბახაშვილების ოჯახის სამი წევრი

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში პედაგოგ მანანა ჯავაშვილის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეზე სასამართლო სხდომა მიმდინარეობს.

65 წლის პედაგოგი  და მისი ორი ვაჟი გიგა და ლადო წიბახაშვილები პოლიციამ დღეს, სამ ნოემბერს დააკავა. [მანანა ჯავაშვილი სახლთან დააკავეს, გიგა წიბახაშვილი კი სასამართლოსკენ მიმავალი ავტომობილიდან გადაიყვანეს].

დაკავებულებს დიდი ალბათობით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე გზის გადაკეტვას ედავებიან. სასამაღტლოში დაიბარეს პედაგოგის დასაც.