მასწავლებელს მანანა ჯავაშვილს ერთდღიანი პატიმრობა შეუფარდეს

03.11.25 18:26
მასწავლებელს მანანა ჯავაშვილს ერთდღიანი პატიმრობა შეუფარდეს

მასწავლებელს, ვალდორფის თავისუფალი სკოლის ერთ-ერთ დამფუძნებელს მანანა ჯავაშვილს მოსამართლე კობა ჩავუნავამ ერთდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. 

65 წლის პედაგოგი  და მისი ორი ვაჟი გიგა და ლადო წიბახაშვილები პოლიციამ დღეს, სამ ნოემბერს დააკავა. [მანანა ჯავაშვილი სახლთან დააკავეს, გიგა წიბახაშვილი კი სასამართლოსკენ მიმავალი ავტომობილიდან გადაიყვანეს].

დაკავებულებს დიდი ალბათობით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე გზის გადაკეტვას ედავებიან. სასამაღტლოში დაიბარეს პედაგოგის დასაც.