საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიში დღეს გამოქვეყნდება

04.11.25 10:26
საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიში დღეს გამოქვეყნდება

საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიში დღეს გამოქვეყნდდება - ბრიუსელში „გაფართოების სამიტი“ თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწება და მასში RU-სა და კანდიდატი ქვეყნების ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას:

  • ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა, ევროკომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსი, უკრიანის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ, სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი, ალბანეთის პრემიერ-მინისტრი ედი რამა, მონტენეგროს პრემიერ-მინისტრი მილოჟკო სპაჟიკი, ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერ-მინისტრი ჰრისტიან მიცკოსკი.

დღესვე, ევროკომისია 2025 წლის გაფართოების პაკეტს მიიღებს.

გაფართოების შესახებ ანგარიში მოიცავს ევროკავშირში გაწევრიანების მსურველ ყველა კანდიდატ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, წინსვლისა და რეფორმების პრიორიტეტების ყოველწლიურ შეფასებას.