ზურაბიშვილმა კონგრესმენ ჯო უილსონს ხელახალი არჩევა მიულოცა

04.11.25 11:00
ზურაბიშვილმა კონგრესმენ ჯო უილსონს ხელახალი არჩევა მიულოცა

საქართველოს მეხუთე პრზიდენტი კონგრესმენ ჯო უილსონს სამხრეთ კაროლინის მე-2 საარჩევნო ოლქში ხელახალ არჩევას ულოცავს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

სალომე ზურაბიშვილი ასევე ამერიკელ პოლიტიკოსს ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. 

გილოცავ, კონგრესმენო @RepJoeWilson, პრეზიდენტ ტრამპის განახლებული მხარდაჭერის მიღებას შენი სამხრეთ კაროლინის მე-2 საარჩევნო ოლქში ხელახალი არჩევისათვის. ეს მნიშვნელოვანი გზავნილია - გზავნილი, რომელსაც ჩვენ, ქართველები, დიდი მადლიერებით ვიზიარებთ და ვაფასებთ შენი მხრიდან ჩვენი დამოუკიდებლობის მხარდაჭერისთვის, - წერს ზურაბიშვილი.