სააკაშვილის ერთ-ერთი გეგმაა სიმულაცია, რომ შეუძლოდ არის - კობახიძე

24.10.21 15:53
სააკაშვილის ერთ-ერთი გეგმაა სიმულაცია, რომ შეუძლოდ არის - კობახიძე

 "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის შიმშილობა სინამდვილეში სიმულაციაა და ეს გეგმის ნაწილია.

ყველა დაიღალა ამ სპეკულაციებით, ეს სპეკულაციები შემდეგი დღეების განმავლობაში მოიმატებს, რაც უფრო მეტად მივუახლოვდებით არჩევნებს. გვაქვს პარტიის ოფისიდან გამოტანილი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილის ერთ-ერთი გეგმა არის რაღაც სიმულაცია, შეუძლოდ არის და ა.შ. არჩევნებამდე ამ კლოუნადის მომსწრენი ვიქნებით. საბოლოო ჯამში ყველა დაიღალა ამით.

30 ოქტომბერს არჩევნების მეორე ტური დასრულდება, შემდეგ თავიდან ბოლომდე უნდა გადავერთოთ სხვა რეჟიმზე. ყველა უნდა შეეგუოს იმას, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ერთ-ერთი პატიმარი და თან პატიმარი, რომელსაც სხვებზე მეტად მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი. აქედან გამომდინარე ის იქნება იმ რეჟიმში როგორ რეჟიმშიც არიან სხვა პატიმრები და ამას ყველა უნდა მიეჩვიოს და დღის წესრიგიდან ეს საკითხის 30 ოქტომბრის შემდეგ საბოლოოდ უნდა მოიხსნას", - თქვა  კობახიძემ.