გიორგი ბაჩიაშვილი: რა დავაშავე, რა არის ჩემი დანაშაული?
ჩემთვის გაუგებარია, რა დავაშავე, - ამის შესახებ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.
- თბილისის საქალაქო სასამართლოში "მტკვარი ჰესის" საქმის არსებითად გადაცემაზე მსჯელობენ.
"რაში ვიყავი გულგრილი, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია? მეორე მუხლი - სახელმწიფოს რა ზიანი გამოიწვია - კერძო პროექტი იყო. ბატონო მოსამართლე, პროკურორო, განმიმარტეთ, რატომ ვზივარ ამ დარბაზში, რატომ ვიმყოფები აქ?",- განაცხადა ბაჩიაშვილმა.
ბაჩიაშვილს „მტკვარი ჰესის" საქმეზე ბრალდება საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის მე-2 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია.