არ დავუშვებ სავალდებულო ვაქცინაციას - ღარიბაშვილი

24.10.21 17:00
არ დავუშვებ სავალდებულო ვაქცინაციას - ღარიბაშვილი

"არ დავუშვებ სავალდებულო ვაქცინაციას", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან თქვა.

მინდა ცალსახად ვთქვა, მე, როგორც საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე და პრემიერმინისტრი, არ დავუშვებ სავალდებულო ვაქცინაციას. მინდა ეს ყველამ კარგად იცოდეს. ჩვენს მოქალაქეებს აქვთ თავისუფალი არჩევანის უფლება და საშუალება. მე ყველაფერი გავაკეთე, რომ ჩამომეტანა დროულად საკმარისზე მეტი, მილიონობით ვაქცინა და პირადად ვიყავი ჩართული ამ მოლაპარაკებების პროცესში. ყველანაირი ვაქცინა ჩამოვიტანეთ საქართველოში. ჩვენ უნდა დავარწმუნოთ მოქალაქეები და არა ვაიძულოთ, ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ვაქცინაცია არის ერთადერთი უალტერნატივო გამოსავალი", - თქვა ღარიბაშვილმა.