EU-ს გაფართოების ანგარიში - რა მოლოდინებია "ოცნებაში"

04.11.25 13:37
EU-ს გაფართოების ანგარიში - რა მოლოდინებია "ოცნებაში"

"ქართული ოცნება" არ მალავს, რომ ევროკავშირის გაფართოების ანგარიშთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინები არ აქვთ. ამასთან, მარიამ ლაშხი ამტკიცებს, რომ ევროპელი ლიდერები საქართველოსთან მიმართებით უსამართლოები არიან და მათი განცხადებებიც პოლიტიკურად მოტივირებულია. 

პირველ რიგში, არის ის, რომ ბევრ უსამართლობას ვაწყდებით ბოლო პერიოდში. ეს ფაქტია. როდესაც ევროკავშირის სხვადასხვა დოკუმენტები და ბოლოდროინდელ მადლობის წერილიდან რომ დავიწყოთ, ჩვენს მიერ განხორციელებული რეფორმას და ევროკავშირში გაწევრიანების ასოცირების დირექტივების შესრულებაზე მადლობას ვიღებთ და ასევე შესრულებებში და რეიტინგებში გვაქვს მაღალი შეფასებები. ბიუჯეტის თავისუფლება, გამჭვირვალეობა, რულოფლო და სხვადასხვა მიმართულებით, რომელზეც გვაქვს საკმაოდ დიდი გაუმჯობესებები. 

რაც შეეხება პოლიტიკურ შეფასებებს, ეს არის პოლიტიკური მოტივით და თან, ასევე, უნდა ვნახოთ, ვინ არიან ამისი ავტორები. ავტორები რასადნ დაწყებული...

პოზიტიური მოლოდინები არ გვაქვს, - ამბობს მარიამ ლაშხი. 

პოზიტიური ანგარიშის იმედი არც ლევან მაჭავარიანს აქვს. "ოცნების" დეპუტატის მტკიცებით, ევროპელების ანგარიში აღქმებზე დაფუძნებული იქნება.  

რა თქმა უნდა, მოლოდინები იმის ფონზე, როდესაც კვლავ საუბარია 2024 წლის არჩევნებთან დაკავშირებით, ასეთ აბსურდებზე და კიდევ ვიღაც-ვიღაცეებ ევრობოიროკრატების მხრიდან მოიხსენებენ, რომ ეს არჩევნები იყო თითქოს გაყალბებული. ერთი წელია გასული და ერთი მტკიცებულება არავის აქვს არაფერზე წარმოდგენილი, აქედან გამომდინარე, ობიექტურობის მოლოდინი ნაკლებად არის და ჩვენ უფრო, ისევ ველით, რომ რაღაც აღქმებზე დაფუძნებული განცხადებები იქნება გაკეთებული და ასახული ამ ანგარიშში, - ამბობს ლევან მაჭავარიანი. 

ბრიუსელში დღეს, თბილისის დროით 17:00 საათზე, გაიმართება ევროკავშირის „გაფართოების სამიტი“, სადაც ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების ლიდერები მონაწილეობენ. შეხვედრის პარალელურად, გამოქვეყნდება ევროკომისიის 2025 წლის გაფართოების ანგარიში, რომელიც საქართველოსა და სხვა კანდიდატ ქვეყნებში ჩატარებულ რეფორმებსა და პროგრესს შეაფასებს.