"ჩვენი [პასუხისმგებლობაა]" - მარიამ ლაშხის პასუხი ევროკომისიის ნეგატიურ დასკვნაზე
"ოცნების" დეპუტატი მარიამ ლაშხი ამბობს, რომ ევროკავშირის გაფართოების ანგარიშთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინები არ აქვს. ამის შესახებ მან "პირველების" კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
კითხვაზე, "ვისი პასუხისმგებლობა იქნება თუ დასკვნა დადებითი არ იქნება", ივანიშვილის დეპუტატი ცინიზმით ამბობს:
"ჩვენი, ალბათ".
ბრიუსელში დღეს, თბილისის დროით 17:00 საათზე, გაიმართება ევროკავშირის „გაფართოების სამიტი“, სადაც ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების ლიდერები მონაწილეობენ. შეხვედრის პარალელურად, გამოქვეყნდება ევროკომისიის 2025 წლის გაფართოების ანგარიში, რომელიც საქართველოსა და სხვა კანდიდატ ქვეყნებში ჩატარებულ რეფორმებსა და პროგრესს შეაფასებს.