სააკაშვილის მასკარადი და თეატრი 30 ოქტომბერს დასრულდება, ხალხი დაიღალა - ღარიბაშვილი

24.10.21 17:04
სააკაშვილის მასკარადი და თეატრი 30 ოქტომბერს დასრულდება, ხალხი დაიღალა - ღარიბაშვილი

სააკაშვილის ეს მასკარადი და თეატრი 30 ოქტომბერს დასრულდება",  - ამის შესახებ  პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ექსპრეზიდენტთან დაკავშირებით განაცხადა განაცხადა. ღარიბაშვილის თქმით, სააკაშვილი, როცა პრეზიდენტი იყო ხალხს აწამებდა და აუპატიურებდა.

როცა პრეზიდენტი იყო, მას ეგონა, რომ კანონზე მაღლა იდგა. ამიტომ ჩაგრავდა მოსახლეობას, ართმევდა ადამიანებს ბიზნესს, სახლებს, აწამებდა და აუპატიურებდა ხალხს მისი პარტია და მისი ჯალათები. ახლა ჩამოვიდა თავისი უგუნური, მოკლე ჭკუით და გაუთვლელი ნაბიჯებით და ჩაჯდა ციხეში, სადაც დიდხანს იჯდება.

ის არის მატყუარა კაცი, სიმულიანტობს, ატყუებს და შეურაცხყოფას აყენებს საზოგადოებას. თუ ადამიანი თავისი ნებით შიმშილობს, ის დაემორჩილება ციხის ადმინისტრაციის წესებს და პროტოკოლს“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.