სალომე ზურაბიშვილი: საქართველო არა მხოლოდ რუსეთის ხელში ვარდება, არამედ მის პრაქტიკასაც იმეორებს

04.11.25 14:40
სალომე ზურაბიშვილი: საქართველო არა მხოლოდ რუსეთის ხელში ვარდება, არამედ მის პრაქტიკასაც იმეორებს

საქართველო არა მხოლოდ რუსეთის ხელში ვარდება, არამედ რუსეთის პრაქტიკასაც იმეორებს: მაღალი დონის კორუფცია (რომელშიც ათზე მეტი მაღალი თანამდებობის პირია ჩართული), - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომ ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

ზურაბიშვილის თქმით, საქართველოშიც, რუსეთის მსგავსად, ხდება პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების აკრძალვა, ე.წ. გონგოების [მთავრობის მიერ შექმნილი არასამთავრობო ორგანიზაციების] შექმნა.

„პოლიტიკური თვითმკვლელობები და განდგომები, პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების აკრძალვა, გონგოებისა და მათი სატელიტების შექმნა, იგივე რეპრესიული კანონები!“- წერს ზურაბიშვილი.