გიორგი ბაჩიაშვილი: ჩემი საქმე პრეცედენტი გახდება
მე ვარ საქართველოში პირველი შემთხვევა რომელსაც ედავებიან კერძო პროექტის გადახარჯვას და ეს გადაეცა სასამართლოს - ამის შესახებ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.
დაცვის მხარე დაობს მუხლის იმ ნაწილზე, სადაც პროკურატურა ამტკიცებს, რომ „ბაჩიაშვილის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებამ შედეგად მძიმე შედეგი გამოწვია".
„პირველი პრეცედენტი იქნება სსსკ 220-ე პრიმა მუხლზე ფინანსური ზარალი რომ განიხილება. ადამიანი არ დაზიანებულა, ხომ?“ - განაცხადა ბაჩიაშვილმა.
„მძიმე შედეგი მსჯელობის საგანს განეკუთვნება. კანონმდებელმა არ ჩაწერა „მძიმე შედეგი რა არის", ამას წინასასამართლო სხდომის მოსამართლე ვერ შეაფასებს“, - განაცხადა მოსამართლემ.
მოსამართლე ლევან გელოვანმა ბაჩიაშვილს მიმართა, რომ „ისეთი სტატუსის ადამიანთან ჰქონდა მას შეხება, ამ თანხებს ასე ვერ დაითვლიდნენ“.
„ეს იგივეა, დავუშვათ, ადამიანმა მოიპარა 100 ლარი და ამ ადამიანს სხეულის დაზიანებით ვასამართლებდეთ. 100 მილიონის გადახარჯვა - 220-ის პრიმა, რაც ადამიანის ჯანმრთელობის მოსპობა ან მძიმე შედეგი გამოიწვია, ვერ იქნება“, - განაცხადა ბაჩიაშვილმა.
- რაც შეეხება არაჯეროვნად შესრულებული სამუშაოების ნაწილს, მბრალდებელი აქ გარკეული რისკებს ასახელებს, როემლიც მათი მტკიცებით ბაჩიაშვილმა ვერ გათვალა. ასეთია მაგალითად, მეწყერი, საბურღი მანქანის გაჭედვა და კოვიდ პანდემია.
მოსამართლემ მსჯელობის შემდეგ, საქმე სასამართლოს არსებითად განსახილველად გადასცა.