პარტიების აკრძალვის სარჩელს განიხილავს მოსამართლე, რომელიც ენმ-ის დროს პროკურორი იყო

04.11.25 15:52
პარტიების აკრძალვის სარჩელს განიხილავს მოსამართლე, რომელიც ენმ-ის დროს პროკურორი იყო

"ქართული ოცნების" სარჩელს, რომელიც ოპოზიციური პარტიების აკრძალვას მოითხოვს, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია განიხილავს. 

კოლეგიის თავმჯდომარე მოსამართლე ვასილ როინიშვილია, [წევრები: ევა გოცირიძე, გიორგი კვერენჩხილაძე და გიორგი თევდორაშვილი].

  • საჯაროდ გავრცელებული ცნობების მიხედვით, როინიშვილი 2006-2008 წლებში იყო აჭარის პროკურორი და 2008-2009 წლებში კი საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე. 
  • ვასილ როინიშვილი „როინ შავაძის საქმის“ დროს აჭარის პროკურორი იყო. ახლა შავაძის საქმე სარჩელში „ოცნებას“ მითითებული აქვს, როგორც ენმ-ის აკრძალვის ერთ-ერთი საფუძველი.

ვასილ როინიშვილი  საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეა 2020 წლიდან.