ევროკომისიის გაფართოების ანგარიში: საქართველოს გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად გაჩერებულია
ევროკომისიის მიერ 2025 წლის გაფართოების ანგარიში გამოქვეყნებულია - დოკუმენტის თანახმად, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე პროგრესი არ აქვს და კანდიდატის სტატუსისგან მხოლოდ სახელი დარჩა.
კომუნიკეში პირდაპირ წერია, რომ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად გაჩერებულია.
- „შედეგად, საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პროცესი ფაქტობრივად ჩიხშია შესული” – ვკითხულობთ დოკუმენტში.
- "საქართველოს მთავრობის ქვედებების კურსმა ძირი გამოუთხარა ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებს და საქართველო ევროკავშირის გაფართოების პროცესს დააშორა"- წერენ ევროკომისიის წევრები.
ევროკომისია მიუთითებს, რომ საქართველოში ვითარება მკვეთრად გაუარესდა კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების კუთხით. ანგარიშში მოხვდა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების პატიმრობა, სასამართლო სისტემის სანდოობის შერყევა, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების დევნა, დემონსტრანტების დაპატიმრებები, კანონმდებლობა, რომლის სამიზნეც სწორედ მედია, სამოქალაქო საზოგადოებაა.
ევროკომისიისთვის საქართველოს კანდიდატის სტატუსიდან მხოლოდ სახელი დარჩა. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეცვალოს კურსი და ევროკავშირში გაწევრების გზაზე დაბრუნდეს”. – ვკითხულობთ დოკუმენტში.
ევროკომისია წერს, რომ ევროკავშირში ინტეგრაციისთვის საჭირო ნაბიჯების გადადგმისა და რეფორმების გატარების ნაცვლად, საქართველოს ხელისუფლება კიდევ უფრო დაშორდა ევროკავშირს.
„საქართველოში მიღებული და ძალაში შესული შემზღუდავი კანონები, რომელთა სამიზნეც არის აქტივისტები, სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი მედია, საფრთხეს უქმნის დემოკრატიული ფუნდამენტის გადარჩენას და უპრეცედენტოა ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის”. – წერია დოკუმენტში.
„საქართველოს ხელისუფლების მოქმედებებმა ძირი გამოუთხარა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებს და ქვეყანა ევროკავშირის გაფართოების პროცესს დააშორა” - ვკითხულობთ ანგარიშში.
გაფართოების ანგარიშში მოხვდა 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო, ისე 2025 წლის 4 ოქტომბრის მუნიციპალურ არჩევნებზეც და ხაზგასმულია, რომ ორივე არჩევნები ხასიათდებოდა მაღალი დონის პოლარიზაციითა და დემოკრატიული უკუსვლით.
„2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელიც მასობრივი დარღვევებით, მზარდი რეპრესიული ქმედებებითა და დემონსტრანტების, სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისა და პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართული კანონმდებლობით საქართველო ღრმა პოლიტიკურ კრიზისში ჩაერთო.
საანგარიშო პერიოდში საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა მნიშვნელოვანი უკუქცევით აღინიშნა.
საქართველოს ხელისუფლებამ სამოქალაქო საზოგადოების, მედიის წარმომადგენლებისა და ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ რეპრესიული ზომები გაატარა, რაც მნისვნელოვნად უთხრის ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებს. ფაქტობრივად გააუქმა სამოქალაქო მონაწილეობა და შეკავებისა და ბალანსის სისტემა”. – წერია დოკუმენტში.
ევროკომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ქცევა უნდა შეიცვალოს.
„საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეცვალოს ქმედებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებსა და პრინციპებს, ასევე ქვეყნის საერთაშორისო სამართლის ვალდებულებებს. საქართველომ უნდა გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა, გაატაროს დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები, ევროპული ინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესაბამისად. ფუნდამენტური უფლებები და პრინციპები, მათ შორის სამართლიანი სასამართლო პროცესის უფლება, გამოხატვის თავისუფლება, შეკრების თავისუფლება და მედიის თავისუფლება და პლურალიზმი, უნდა იყოს დაცული და გარანტირებული.
თვითნებურად დაკავებული პირები უნდა გათავისუფლდნენ. ადამიანის უფლებების სავარაუდო დარღვევისა და ძალადობის ყველა შემთხვევა ეფექტურად და დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოძიებული და დამნაშავეები წარდგნენ მართლმსაჯულების წინაშე”. – წერს ევროკომისია.
ამის პარალელურად, კომისია კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ურყევ სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ და მზადყოფნას, გააგრძელოს ქართველების მხარდაჭერა ევროპული მომავლისკენ მიმავალ გზაზე.