თავისუფლება მიშას - რუსთავის ციხესთან სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რუსთავის მე-12 ციხესთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. სააკაშვილის თანაპარტიელები და მომხრეები მის კლინიკაში გადაყვანას, ასევე ციხიდან გათავისუფლებას ითხოვენ. დღევანდელ აქციაზე დაგეგმილია სიტყვით გამოსვლებიც.
ენმ-ს წევრის, გიორგი ბოტკოველის თქმით, აქციები პერმანენტულად გაიმართება და პროტესტი არ შეწყდება მანამ, სანამ მესამე პრეზიდენტი საპატიმროს არ დატოვებს.
ციხის მიმდებარე პერიმეტრზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.