ევროპარლამენტარმა TV იმედი რუსულ "რაშა თუდეის" შეადარა და მას "ოცნების იმედი" უწოდა
ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე თვლის, რომ ქართულ პროპაგანდისტულ არხებს ევროპარლამენტში მუშაობის უფლება უნდა შეუზღუდოს.
2025 წლის გაფართოების ანგარიშის წარდგენისას გავლენიანმა პოლიტიკოსმა TV იმედს "ოცნების იმედი" უწოდა და რუსულ "რაშა თუდეის" და სპუტნიკს" შეადარა:
საქართველო ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც თქვენ აღწერეთ. ჩვენ რეალისტები უნდა ვიყოთ. ქართული ოცნება არ დაუბრუნდება ევროპულ გზას. ეს არის კრემლის პროქსი რეჟიმი. ზომები, რომლებიც ჩვენ შეგვიძლია ხალხის მხარდასაჭერად მივიღოთ, რომლებიც იბრძვიან დღემდე ევროპული მომავლისთვის თითქმის ერთი წელია, არის სანქციები და სავიზო შეზღუდვები ყველას მიმართ ვინც პასუხისმგებელია.
მათ შორის დეზინფორმაციული არხების მიმართ. ერთ-ერთი მათგანი ჩვეულებრივ ოპერირებს აქ. "რაშა თუდეი" და "სპუტნიკი" აკრძალულია, მაგრამ ოცნების “იმედი” თავისუფლად ოპერირებს, ავრცელებს სიძულვილის ენას ევროპელი პოლიტიკოსების წინააღმდეგ. მე მაინტერესებს, მინდა ვიცოდე, ევროკავშირის დახმარებაზე სამოქალაქო საზოგადოების მიმართ. ორგანიზაციების უმეტესობა, რომლებიც იდევნება რეჟიმის მიერ ჯერ კიდევ არ მიუღიათ არანაირი დახმარება.