ანგარიშის დასკვნები გამანადგურებელია საქართველოს ევროპული მისწრაფებისთვის - ჰერჩინსკი
ანგარიშის დასკვნები გამანადგურებელია საქართველოს ევროპული მისწრაფებისთვის, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში ევროკომისიის ანგარიშის გასაჯაროების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პაველ ჰერჩინსკიმ პირდაპირ თქვა, რომ საქართველო ევროკავშირისგან დღეს უფრო შორსაა, ვიდრე ეს 2023 წელს იყო.
დიპლომატმა ხაზი გაუსვა ამ პროცესში "ქართული ოცნების" პასუხისმგებლობას და ყველა ის პუნქტი ჩამოთვალა, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას უთხრის ძირს.
ამასთან, პაველ ერჩინსკიმ თქვა, რომ ევროკავშირის კარი საქართველოსთვის კვლავაც ღია რჩება, თუკი ხელისუფლება გადაწყვეტს, რომ მოქმედების კურსი შეცვალოს და დაუბრუნდეს იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომელზეც დაფუძნებულია ევროკავშირი.
გაფართოება, ტრანსფორმაციული პროცესია, რომელიც მიღწევებზეა დაფუძნებული და ანგარიში, რომელიც ყოველ წელს ქვეყნდება, ეს არის შესაძლებლობა, შევაფასოთ თუ რას მიაღწია საქართველომ და რა ეტაპზეა საქართველო ევროკავშირის გზაზე. ის კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ევროკავშირის კარები საქართველოსთვის კვლავაც ღია რჩება იმ პირობით, რომ ხელისუფლება გადადგამს აუცილებელ ნაბიჯებს.
ჩემთვის, როგორც ევროკავშირის ელჩისთვის საქართველოში, წლევანდელი ანგარიშის წარმოდგენა ადვილი არ არის. სამწუხაროდ, ანგარიშის დასკვნები გამანადგურებელია საქართველოს ევროპული მისწრაფებისთვის.
სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ საქართველო დღეს ევროკავშირის წევრობისგან იმაზე ბევრად უფრო შორს არის, ვიდრე 2023 წელს იყო, როდესაც მას კანდიდატის სტატუსი მიანიჭეს. ბოლო წლის განმავლობაში საქართველოში უკუსვლის დონე აბსოლუტურად უპრეცედენტოა და ამას ჩემად არ ვამბობ, ვციტირებ სწორედ იმ წარმომადგენლებს, რომლებმაც ჩემამდე ილაპარაკეს - კაია კალასმა და მარტა კოსმა. ბოლო 12 თვის განმავლობაში სერიოზული უკუსვლა იყო გაფართოების ფუნდამენტურ პრინციპებთან დაკავშირებით, ასევე კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან კომისიის რეკომენდაციებში.
ჩვენ ვიხიხლეთ კანონის უზენაესობის სწრაფი რღვევის და ფუნდამენტური უფლებების შეზღდვები. ინსტიტუტები პარტიული მიზნების მისაღწევ ინსტრუმენტად იქნა გამოყენებული. სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას და მიუკერძოებლობას ძირი გამოუთხარა საკანონმდებლო ცვლილებებმა, რაც სასამართლოს მიტაცების რისკებს ქმნის. სისტემურმა რეპრესიულმა ქმედებებმა სამოქალაქო სივრცეს და მედიის დამოუკიდებლობას ზიანი მიაყენეს. სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადაჭარბება სრული დაუსჯელობის პირობებში მიმდინარეობდა. ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართული მტრული რიტორიკა, დეზინფორმაცია და შეთქმულების თეორიები პერიოდულად ვრცელდება საქართველოს ხელისუფლების მიერ და მისი მიზანი იყო ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებისვის ძირის გამოთხრა. ოპოზიციური ლიდერების დაპატიმრება, გარკვეული ოპოზიციური პარტიების გაუქმების შესახებ განცხადებებთან ერთად ევროკავშირის ერთ-ერთ ძრითად პრონციპეზე, დემოკრატიულ პლურალიზმზე პირდაპირ თავდასხმას წარმოადგენს.
ევროკავშირში არის და იქნება გარდამქმნელი პროცესი, რომელიც თითოეული ქვეყნის პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული. მე ვიწვევ ყველას, რომ გაეცნოს ყურადღებით ამ ანგარიშს. 80 გვერდზე მეტია მასში.
მაშინ, როცა საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირისგან დაშორება აირჩია, სხვა კანდიდატებმა ქვეყნებმა რეფორმებსა და გაწევრიანების პროცესებში წინ წაიწიეს. საქართველოსგან განსხვავებით, ისინი ამჟამად თანდათანობით ევროკავშირთან ინტეგრაციით სარგებლობენ. სამწუხაროდ, ხელისუფლების მიერ არჩეული ტრაექტორიის გამო, საქართველოს მოსახლეობას და ბიზნესს, სხვა მრავალ საკითხთან ერთად, აკლდება ქვეყნის მოდერნიზაციისთვის საჭირო ხარჯები.
როგორც მოისმინეთ, დღეს ევროკომისია არ მიიჩნევს საქართველოს რეალისტურ კანდიდატ ქვეყანად. ის კანდიდატია მხოლოდ ფურცელზე, მას მხოლოდ კანდიდატის სახელიღა შერჩა. ჩემთვის ეს ნამდვილად გულდასაწყვეტია.
ამავდროულად, მე მსურს ძალიან მკაფიოდ გავუსვა ხაზი, რომ ევროკავშირის კარი საქართველოსთვის კვლავაც ღია რჩება თუ ხელისუფლება გადაწყვეტს, რომ მოქმედების კურსი შეცვალოს და დაუბრუნდეს იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომელზეც დაფუძნებულია ევროკავშირი.
უპირველეს ყოვლისა, საქართველომ უნდა აჩვენოს მტკიცე სურვილი, უკან დაწიოს რეგრესი და სურვილი გამოავლინოს 9 ნაბიჯთან დაკავშირებით, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.