EU-ს წარმომადგენლობა: პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს ხელისუფლებას 2025 წლის გაფართოების შესახებ ანგარიში გადასცა
“ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს ხელისუფლებას გადასცა ანგარიში 2025 წლის გაფართოების შესახებ, “- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
ინფორმაციის თანახმად, “ანგარიშში ასახულია სერიოზული შეშფოთება საქართველოში სიტუაციის მკვეთრი გაუარესების გამო“.
„ანგარიშში ასახულია სერიოზული შეშფოთება საქართველოში სიტუაციის მკვეთრი გაუარესების გამო, აღნიშნულია უპრეცედენტო უკუსვლა გაწევრიანებისთვის საჭირო ფუნდამენტური პრინციპებისა და 9 ნაბიჯის მიმართებაში. მასში ასევე მკაფიოდ აღწერილია ის ქმედებები, რომელიც საჭიროა საქართველოსთვის ევროკავშირის გზაზე დასაბრუნებლად.
ევროკავშირის კარი საქართველოსთვის ღია რჩება, თუ ხელისუფლება ევროკავშირის ღირებულებებსა და პრინციპებს დაუბრუნდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.