როგორ წაართვა ივანიშვილის პოლიტიკამ ქვეყანას მომავალი - უმძიმესი განაჩენი ბრიუსელიდან
ევროკომისიის ახალი ანგარიში საქართველოს მიმართ უპრეცედენტოდ მკაცრია. დოკუმენტის მიხედვით, იმ პოლიტიკის ფონზე, რომელსაც დღეს „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი ატარებენ, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა ფაქტობრივად დაკარგულია.
80-გვერდიან ანგარიშში დეტალურადაა აღწერილი ქვეყნის უკუსვლა დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით. ევროკომისარმა მარტა კოსმა აღნიშნა, რომ „საქართველოს სიცოცხლისუნარიანი ევროპული გზა ამ ეტაპზე არ აქვს“.
ბრიუსელში აცხადებენ, რომ ასეთი მძიმე შეფასება საქართველოს შესახებ აქამდე არასდროს მომზადებულა. თუ გასულ წელს ევროკავშირმა ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია დროებით შეაჩერა, დღეს ის მხოლოდ ფორმალურად არსებობს. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, რაც ევროკავშირის რეკომენდაციებით მიღწეული იყო, ყველაფერი დაინგრა რეპრესიული კანონებით, სამოქალაქო სექტორის დევნითა და პოლიტიკური კონტროლის გაღრმავებით.
ანგარიშში ფაქტებით არის აღწერილი კანონის უზენაესობის ეროზია, მედიისა და ადამიანის უფლებების დარღვევა, ხოლო ევროკომისარი ხაზს უსვამს, რომ „ასეთი დემოკრატიული უკუსვლა აქამდე არცერთ კანდიდატ ქვეყანას არ ჰქონია“.
ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.