30 ოქტომბერს გადაწყდება, ქვეყანა გააგრძელებს განვითარებას თუ ვიქცევით რუსეთის უკანა ეზოდ - მელია

24.10.21 20:05
30 ოქტომბერს გადაწყდება, ქვეყანა გააგრძელებს განვითარებას თუ ვიქცევით რუსეთის უკანა ეზოდ - მელია

რუსთავის მე-12  ციხესთან მიმდინარე აქციაზე თბილისში ოპოზიციის მერობის საერთო კანდიდატმა, ნიკა მელიამ შეკრებილ ხალხს მიმართა. მისი თქმით,  30 ოქტომბერს, არჩევნების მეორე ტურის დასრულების შემდეგ  გადაწყდება, გააგრძელებს თუ არა განვითარებას ქვეყანა სახელმწიფოს სახით. 

30 ოქტომბერს გადაწყდება, ეს ქვეყანა, სახელმწიფოს სახით, გააგრძელებს განვითარებას, თუ ვიქცევით მართლა რუსეთის ფედერაციის უკანა ეზოდ. 30 ოქტომბერს გადაწყდება მიხეილ სააკაშვილი იქნება იქ, სადაც ახლა არის და ბევრი ჩვენგანი კიდევ იქ ვიქნებით, თუ იქ აღარ იქნება. ჰოდა მაშინ ჩვენ გადავწყვიტოთ, 30 ოქტომბერს გვიღირს ბრძოლა თუ არა", - თქვა ნიკა მელიამ.