სააკაშვილის პირადი ექიმის ინფორმაციით, ის ციხის საავადმყოფოზე უარს აცხადებს
მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის ინფორმაციით, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ექიმის თქმით, სააკაშვილი ჰოსპიტალიზაციაზე თანახმაა, თუმცა უარს აცხადებს ციხის საავადმყოფოზე.
სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ზუსტად ისეთივეა, როგორიც გუშინ იყო. ეს ნიშნავს, რომ გადასხმამ და მედიკამენტოზურმა მკურნალობამ კარგი შედეგი გამოიღო დღეს", - თქვა ნიკოლოზ ყიფშიძემ.