ციხის საავადმყოფო პაციენტის მისაღებად სრულად გამართულია - იუსტიციის მინისტრი

25.10.21 10:21
ციხის საავადმყოფო პაციენტის მისაღებად სრულად გამართულია - იუსტიციის მინისტრი

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ N18 სამკურნალო დაწესებულება მოინახულა. მინისტრი ამტკიცებს, რომ  ციხის საავადმყოფოს მიხეილ სააკაშვილის მიღება და მისი ჯანმრთელობის მართვა თავისუფლად შეუძლია.

ბრეგაძემ გლდანის ციხის ჰოსპიტალი ჯანდაცვის მიინისტრის მოადგილესთან ერთად მოინახულა:

ქალბატონ თამარ გაბუნიასთან ერთად დავათვალიერეთ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულება. როგორც ექიმები გვეუბნებიან, დაწესებულების ინფრასტრუქტურა არის სრულად გამართული პაციენტის მისაღებად. საჭიროების შემთხვევაში გამოვთქვამთ მზადყოფნას, რომ კონსილიუმის წევრებს მიეცეთ, ასევე, დაწესებულების დათვალიერების შესაძლებლობა", - აცხადებს მინისტრი.