რა ბედი ელის ევროინტეგრაციას - ექსკლუზიური ინტერვიუ მარკეტა გრეგოროვასთან

05.11.25 18:02
რა ბედი ელის ევროინტეგრაციას - ექსკლუზიური ინტერვიუ მარკეტა გრეგოროვასთან

"ევროკავშირის კარი ღიაა ქართველებისთვის, თუმცა ეს შეიძლება ამ მთავრობის პირობებში არ მოხდეს" - ამის შესახებ "პირველებთან" ინტერვიუში ევროპარლამენტარმა, მარკეტა გრეგოროვამ განაცხადა. 

გავლენიანი ევროდეპუტატი პუტინსა და ივანიშვილს შორის განსხვავებას ვეღარ ხედავს - "ოცნების განცხადებები რუსული პროპაგანდის მსგავსია"

ევროპარლამენტარი ამბობს, რომ ქართველი ხალხის დასახმარებლად ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება ტარგეტირებული სანქციებია იმ ხალხის მიმართ, ვინც მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაზეა პასუხისმგებელი. 

გრეგოროვას თქმით, თუ "ოცნება" ქართველ ხალხს ართმევს ევროპულ მომავალს, მაშინ არც ივანიშვილის ჩინოვნიკები უნდა სარგებლობდნენ ევროპული სიკეთეებით.

ანგარიში ძალიან, ძალიან მკაცრია და გასაგებია რატომაც. აქ უამრავჯერ არის ნახსენები რატომ, აქ არის ციფრები, კოკრეტული კანონდებლობები, რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლაში დახმარება და ამ ყველაფერს საქართველოს მთავრობა აკეთებს. მაგრამ ევროკავშირის კარი ღიაა ქართველებისთვის. ეს შეიძლება ამ მთავრობის პირობებში არ მოხდეს, მაგრამ მომავალში აუცილებლად. გვინდა საქართველოს ვემეგობროთ, მაგრამ ამჟამინდელი მდგომარეობით ეს შეუძლებელია, რადგან ისინი არანაირ დემოკრატიულ სტანდარტს არ იცავენ. როცა ვკითხულობ ქართული ოცნების განცხადებებს, ეს ჩემთვის რუსული პროპაგანდის მსგავსია. ვწუხვარ, მაგრამ ასე რუსები იქცევიან. საქრთველოს მთავრობა კი მათ აკოპირებს. ქართველებმა ეს უნდა დაინახონ, მათ იციან, როგორ მუშაობს რუსული პროპაგანდა. ახლა მათივე მთავრობა იმეორებს ამ რიტორიკას, რომ სხვები არიან კორუმპირებული, რომ სხვები ცუდები არიან. ისინი დანაშაულის გადაბრალებას ცდილობენ, როცა რაღაც არ მუშაობს. 

ევროკავშირი უნდა დაეხმაროს ქართევლ ხალხს, რომ არ ჩავარდნენ ბელორუსის ან კიდევ უარესი, რუსეთის მდგომარეობაში. უნდა დაწესდეს ტარგეტირებული სანქციები მათ წინააღმდეგ, ვინც ჩაიდინა ძალადობა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ და მათ წინააღმდეგ ვინც ავტორიტარული კანონების დამტკიცებას ხელს უწყობს. ეს უნდა იყოს ტარგეტირებული ინდივიდებზე. თუ ევროპა ასეთი საშინელია, რატომ დაჰყავთ ოცნების წარმომადგენლებს შვილები ჩვენს უნივერსიტეტებში, რატომ მოგზაურობენ აქ. თუ ჩვენ ასეთი მჩაგვრელები ვართ.  ეს შეიძლება შეჩერდეს, თუ აქ ვილები გაქვს, თუ ფლობ იახტებს , მაშინ სანქციები უნდა დაწესდეს.  

თუ ქართული ოცნება ამბობს, რომ ევროკავშირს 2030-ში შეუერთდებაინ, ისინი იტყუებიან. ქართული ოცნება ძალაუფლებას სულ მცირე 2028-ში შეინარჩუნებს, თუ მათ ვინმე პროევროპელი ჩაანაცვლებს, მათ ძალიან ბევრი საქმე ექნებათ და არ მგონია 2 წელში სიტუაციის გამოსწორება მოახერხონ. ევროკომისიის ანგარშში მკაფიოდ არის ნათქვამი,  რომ საშინაო დავალება არ შესრულდა. პროგრესი არ არის, მხოლოდ რეგრესია", - აცხადებს მარკეტა გრეგოროვა.