პარლამენტის შენობის ერთ კორპუსზე სართულის დაშენებას გეგმავენ

25.10.21 10:35
პარლამენტის შენობის ერთ კორპუსზე სართულის დაშენებას გეგმავენ

თბილისში, პარლამენტის შენობის ერთ კორპუსზე სართულის დაშენებას გეგმავენ. საკანონმდებლო ორგანომ უკვე გამოაცხადა ტენდერი. სატენდერო თანხა 360 ათასი ლარია.

ტენდერში წინადადებების მიღება 2021 წლის 30 ოქტომბერს დაიწყება და 2 ნოემბერს დასრულდება. პირობის მიხედვით, დოკუმენტაცია „უნდა მომზადდეს 2022 წლის პირველი იანვრიდან [ხოლო იმ შემთხვევაში თუ ხელშეკრულება ვერ გაფორმდება 2022 წლის პირველ იანვრამდე, მაშინ ხელშეკრულების გაფორმებიდან და მისი ძალაში შესვლიდან] არაუგვიანეს 120 დღის ვადაში.“

ექსპერტიზის დასკვნაში ასევე წერია, რომ მე-7 სართულზე დაშენება იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ცენტრალური ფლიგელი შესაბამისად გამაგრდება. ასეთი გამაგრების სამუშაოების ხარჯი კი, გადააჭარბებს ახალი შენობის აშენებისთვის საჭირო თანხას. ამიტომ, გამაგრება-დაშენება ამ შემთხვევაში არარენტაბელურია.