რატომ გამოუცხადა "ოცნებამ" "ევრონესტს" დემარში? - კობახიძის კომენტარი

05.11.25 18:39
რატომ გამოუცხადა "ოცნებამ" "ევრონესტს" დემარში? - კობახიძის კომენტარი

რატომ გამოუცხადა "ოცნებამ" "ევრონესტს" დემარში? - ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ  სესიაზე "NGO-ს საფარქვეშ, რეალურად, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები" იყვნენ მიწვეულები, ამიტომაც მისი შესაფესბით, ქართული დელეგაციის მონაწილეობა ასეთ შემთხვევაში, "აბსოლუტურად ირაციონალური იყო". 

„ფაქტია ის, რომ ევრონესტზე მიწვეული ჰყავდათ, NGO-ს საფარქვეშ, რეალურად, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები.  ასეთ ვითარებაში, ქართული დელეგაციის მონაწილეობა იყო აბსოლუტურად ირაციონალური. აქაც, არის ევროპული ბიუროკრატიის მიდგომა და აქაც, მხოლოდ სინანული შეიძლება გამოვთქვათ ამ ყველაფერთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ასეთ რეჟიმში ძალიან რთულია კონსტრუქციული ურთიერთობების აწყობა კონკრეტულ ჩინოვნიკებთან ევროკავშირიდან", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

“ქართული ოცნება“ ევრონესტის არცერთ სხდომას აღარ დაესწრება, რომელიც მომავალში გაიმართება - ამის შესახებ შალვა პაპუაშვილის განცხადებიდან გახდა ცნობილი.

ევრონესტი ერთადერთი საერთაშორისო პლატფორმა იყო, სადაც “ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებს იწვევდნენ. თუმცა, პაპუაშვილმა თქვა, რომ საქართველოს დელაგაცია, არ მიიღებს მონაწილეობას ევრონესტის შემდეგ სესიებში მანამ, სანამ დიალოგზე მზაობა არ ექნებათ.