კობახიძემ მოქალაქეების პროტესტს "უცხოელი აგენტების აქცია" უწოდა

05.11.25 19:09
კობახიძემ მოქალაქეების პროტესტს "უცხოელი აგენტების აქცია" უწოდა

ირაკლი კობახიძემ იმ მოქალაქეების პროტეტს, რომლებიც ყოველ ღამე რუსთაველზე დგანან და ევროპული მომავლისთვის იბრძიან, "უცხოელი აგენტების აქცია" უწოდა.

"ოცნების" პრემიერი დღეს შანხაიში მედიასთან ირწმუნებოდა, ზუსტად იგივე სცენარით წარიმართება 100-150-კაციანი აქციები რიგ ქვეყნებშიც და ამტკიცებდა, რომ ქვეყანაში არავითარი პროტესტი არ არსებობს. 

„ეს არის ჩვეულებრივი უცხოელი აგენტების აქცია. შეგიძლიათ ნახოთ სხვა ქვეყნები, შეგნებულად არ დავასახელებ კონკრეტულ ქვეყანას, სადაც ზუსტად იგივე სცენარით წარიმართება 100-150-კაციანი აქციები. ერთი ხელწერაა, რადგან ასეთი რაღაცები უცხოეთიდან იგეგმება და შემდეგ უცხოელი აგენტები უზრუნველყოფენ ამ სცენარის განხორციელებას. საქართველოშიც იგივეა. მე არ ვამბობ იმას, რომ იქ ვინც იკრიბება, 100%-ით ყველა აგენტია, მაგრამ პროცესები თავისი არსით არის წარმართული უცხოური ძალების მიერ, უცხოელი აგენტების დახმარებით და ცდილობენ, შექმნან რაღაც ილუზია, სინამდვილეში, არავითარი პროტესტი არ არსებობს. ქართველ ხალხს აქვს გამოხატული საკუთარი ნება ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, უცხოელი აგენტების და მათი პატრონების ვერავითარ მცდელობას ვერ ექნება წარმატების პერსპექტივა", - განაცხადა პრემიერმა.