"ოცნების" პოლიტიკის მძიმე შედეგი და შავი სამშაბათი საქართველოს ისტორიაში
შავი სამშაბათი ქვეყნისთვის და ხელიდან გაშვებული ისტორიული შანსი. შემდეგი ნაბიჯი სანქციებია - გაფართოების ანგარიში ევროკავშირს სხვა არჩევანს არ უტოვებს. ევროკომისიამ ვრცელ დოკუმენტში ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა. ქვეყანას აქვს უკუსვლა ყველა მიმართულებით და ევროკავშირისკენ მიმავალი გზა ჩაკეტილია.
ევროკომისარი მარტა კოსი პრაქტიკულად ამბობს, რომ ბიძინაა ივანიშვილის ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებს ატყუებს. მისი თქმით, მთავრობას ხალხი ევროკავშირში არ მიჰყავსს, პირიქით ევროკავშირს აშორებს და პასუხისმგებლობა სრულად მოქმედ ხელისუფლებას ეკისრება. ევროკომისარი ამბობს, რომ ასეთი მძიმე ანგარიში კანდიდატი ქვეყნისთვის ევროკომისიას არასდროს დაუწერია -"ახლა კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ფურცელია, იმისთვის, რომ სტატუსი რეალური გახდესს, ევროაშირის მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა".
ევროდეპუტატი მარკეტა გრეგოროვა ფიქრობს, რომ სანქიები უნდა დაუწესდეს ყველას, ვინც ქონებას ევროკაშირში ფლობს, ვინც ევროპულ ფასეულობებს აკრიტიკებს და ამავდროულად ევროპისგან კეთილდღეობას იღებს.
ევროკომისიის გაფართოების ანგარიშმა საქართველოს რეალობა ცხადზე უცხადესი გახადა. გავლენიანი დეპუტატები პუტინსა და ივანიშვილს შორის განსხვავებას ვეღარ ხედავენ. გრეგოროვა ამბობს, რომ ივანიშვილის, პუტინისა და ლუკაშენკოს რიტორიკა ევროკავშირის წინააღმდეგ წყლის წვეთივით ჰგავს ერთმანეთს.
დეტალები ნახეთ, ინა ცარციძის რეპორტაჟში.