რამდენად უსაფრთხოა გადაადგილება ქვეყნის მთავარ მაგისტრალებზე?
რამდენად უსაფრთხოა გადაადგილება ქვეყნის მთავარ მაგისტრალებზე. ინფრასტრუქტურის მინისტრი აღიარებს, რომ 250 პროექტიდან 160 პრობლემურია. მათ შორის რიკოთის და კახეთის მაგისტრალები. სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებიდან მოპარულია მილიონები, რაც პირდაპირ ნიშნავს, რომ სამუშაოები უხარისხოდ ჩატარდა. ახლა კითხვაა -გახდება თუ არა გამოძიების საგანი ყველა პრობლემური პროექტი.
ისეთ პროექტებს შორის, სადაც გადაცდომები და ვადის დარღვევა იყო, არის რიკოთის ავტომაგისტრალიც. შედეგები გარკვეულწილად უკვე დადგა - რიკოთი-უბისა-შორაპნის მონაკვეთი ლამის 1 მლრდ დაგვიჯდა, ამ გზას ის კომპანია მეთვალყურეობდა, რომლის ზედამხედველობის ქვეშ აშენებული სხვა პროექტებიც დაინგრა. მაგალითად სამტრედია გრიგოლეთის ხიდი, რომელიც 73 მლნ დაჯდა და გასახსნელად უკვე გამზადებული იყო. აქ ტრაგედიას სახელმწიფო გადაურჩა.
სამტრედია გრიგოლთის მონაკვეთს ეგის ინთერნეიშენალი ზედამხედველობდა. ისევე როგორც ლილო ნორიოს 6 მლნიან გზას, რომელიც ჩაინგრა. იგივე კომპანია აკონტროლებდა ქუთაისი - ალპანას გზასაც, რომელიც 24 მლნ დაგვიჯდა. ბაკურციხის გზაზე კი, რომელშიც 63 მლნ გადავიხადეთ, ბეტონის მაგივრად ასფალტი დააგეს.
პროექტები, რომელზეც გადაცდომებს დღეს უკვე ქართული ოცნებაც აღიარებს, დიდი საფრთხის შემცველი შეიძლება აღმოჩნდეს. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, გამოიძიონ, რა პროექტს რა დააკლდა.
დეტალები ნახეთ, ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.