"ნაციონალურ მოძრაობას" ყოფილი "ნაციონალი" გაასამართლებს

05.11.25 21:01
"ნაციონალურ მოძრაობას" ყოფილი "ნაციონალი" გაასამართლებს

"ნაციონალურ მოძრაობას" ყოფილი "ნაციონალი" გაასამართლებს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, 2008-2009 წლებში საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე, ვასილ როინიშვილი ახლა იმ პარტიას უპირებს აკრძალვას, ვისაც თავად წლები ემსახურებოდა.

 როინიშვილი წინა ხელისუფლების დროს როინ შავაძის საქმის პროკურორი იყო.  შავაძის საქმე კი ერთ-ერთია, რის გამოც ოცნება ნაციონალური მოძრაობის აკრძალვას აპირებს.

დღეს პირველებმა" "ოცნების წევრებს ჰკითხა, ხომ არ გამოიწვევს ეს ფაქტი ინტერესთა კონფლიქტს და ხომ არ გამოდის რომ როინიშვილმა, საკუთარი თავის წინააღმდეგ უნდა იმოქმედოს?

გიორგი კახიანი ამბობს, რომ ეს კონკრეტული შემთხვევა ვერანაირად ვერ გახდება მოსამართლის აცილების საფუძველი.

საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელი უკვე დარეგისტრირებულია. ამ სქელტანიანი დოკუმენტით ქართული ოცნება კონკურენტებს აკრძალვას და პოლიტიკური ველიდან გაქრობას უპირებს, თუმცა კითხვები ჩნდება იმ მოსამართლეების ობიექტურობასა და დამოუკიდებლობაზე, ვინც განაჩენი უნდა გამოიტანოს.

დეტალები ნახეთ, თათია წოწონავას რეპორტაჟში.